вторник, 10 июня 2014 г.

პროექტის სახელწოდება:,,გამოჩენილი ქართველი მეფეები“
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან გამოჩენილ ქართველ მეფეებს, მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
პროექტის აქტუალობა: ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები ინტერესით გაეცნობიან ქართველი მეფეების ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში ნათელი კვალი დატოვეს;გაამთლიანეს,ააღორძინეს, მტერთაგან გაათავისუფლეს საქართველო, შექმნეს ოქროს ხანა და ა.შ...
პროექტის მიზნები: ისტ-ის საშუალებით ინფორმაციის მოძიება,კვლევა, მასზე დასკვნების გაკეთება, კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების, ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება, ინტერნეტში გამოქვეყნების უნარების განვითარება.
მონაწილეები: მე-5 კლასი, 28 მოსწავლე.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება პრეზენტაციის ფაილები;ქართველი მეფეების ისტორიის, მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ბუკლეტები, შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები,შეიქმნება ანგარიში.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი,ინტერნეტი, ბიბლიოთეკა.
პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის განხორციელების გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეებს დაევალებათ მოიძიონ ინფორმაცია ქართველი  მეფეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ,ჩაატარებენ მე-9 კლასის მოსწავლეების გამოკითხვას,თუ რომელი მეფეები მოსწონთ და რატომ? შემდეგ მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველძე შეიქმნება პრეზენტაციის ფაილები და ელექტრონული ბუკლეტები. მოხდება აზრების შეჯამება და დასკვნების გამოტანა. შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება დამუშავებული ინფორმაცია. მოსწავლეები შეაჯამებენ პროექტს და ერთ მთლიანობაში მოიყვანენ. პროექტის დასასრულს მოსწავლეები ავსებენ თვიშეფასების ბარათებს და პროექტის ანგარიშს გააცნობენ სკოლის საზოგადოებას.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ენა და ლიტერათურა, ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი: დალი გეგიძე.
ელ/ფოსტა:gegidzedali@gmail.com

პროექტის ბლოგი      http://meore-daligegidze.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий